ისტორია
როტო საქართველო
რიცხვები და ფაქტები
სერთიფიკატები

ისტორია

მსოფლიოში მრავალი წარმატებული კომპანიის მსგავსად, ჩვენი კომპანიის ისტორიაც ერთი პიროვნების სახელით იწყება და ჩვენს შემთხვევაში ეს არის ვილჰელმ ფრანკი. მან პირველად გამოუშვა Tilt@Turn–ის ფურნიტურა 1935 წელს, რამაც იგი თავის საქმის პიონერად აქცია. ჩვენი კომპანიის დამაარსებელი გახლდათ კლასიკური, შვაბური წარმოშობის გამომგონებელი. როტოს სწრაფმა აღმასვლამ მისი მეთაურობით განაპირობა ამ კომპანიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება.

ვილჰელმ ფრანკის მეუღლემ ქალბატონმა ელფრიდამაც არსებითი როლი ითამაშა კომპანიის განვითარებაში. მისმა აქტიურმა თანამშრომლობამ და ქარიზმატულობამ სული ჩაჰბერა კომპანიას. როტო სოლიდურად იზრდებოდა, ტრადიცია და პროგრესი ამ კომპანიაში გვერდიგვერდ იდგა.

ჩვენი ვალდებულებაა მომხმარებელთა ყურადღების მისაქცევად გავითვალისწინოთ რა გლობალური კვლევები, განვითარება და საწარმოო რესურსები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს  უზრუნველვყოთ თქვენი სპეციფიკური მოთხოვნების მაქსიმალურად ოპტიმალური გადაჭრა. თავდაცვის საბოლოო რგოლთან ერთად ენერგეტიკული მენეჯმენტისა და ურთიერთმოხერხებულობით.

როტო სახელგანთქმულია ინოვაციებითა და ტექნიკური წარმატებებით პროფესიონალური სამყაროს საკითხების გადაწყვეტაში.

ძლიერი ამბიციის, კრეატიულობის, ცოდნის და მოხერხების შედეგად ჩვენ გავზარდეთ არქიტექტორების, ოსტატების და მშენებლების ნდობა ჩვენს მიმართ, შევთავაზეთ რა პროდუქტი, რომელიც მოუტანდა მათ ნამდვილ სარგებელს და უპირატესობას. რაშიც თქვენც დარწმუნდებით.

ჩვენ ვართ საერთაშორისოდ ცნობილი მწარმოებელი ინოვატორი, ჩვეული და უსაფრთხო გადაწყვეტილებები მქონე კომპანია საერთაშორისო არქიტექტორულ ტექნოლოგიებში. ჩვენი ფურნიტურა შექმნილია პროფესიონალი დიზაინერების და ინჟინრების მიერ.

მაშასადამე, რომ დავრწმუნდეთ ჩვენს მუდმივ წარმატებაში საერთაშორისო ბაზარზე, საჭიროა შემდეგი თვისებები: გამოცდილება, სწორი ხედვა, ცნობისმოყვარეობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემოქმედების უნარი, კრეატიულობა, ცოდნა და შესაძლებლობა. ჩვენ გვჯერა, რომ როტოს ეს ყველა თვისება გააჩნია, შეიტყვეთ მეტი ჩვენი კომპანიის  შესახებ ამ საიტზე.